logo
ENG



დორტმუნდის "ბორუსიამ" 17 წლის ფეხბურთელი შეიძინა

20 ივლ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 
gfjopajosc38qiu.jpg

გერმანულმა გრანდმა – დორტმუნდის “ბორუსიამ” “ბირმინგემიდან” 17 წლის ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგჰემი, 26 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.

ჯუდ ბელინგჰემი “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, თუმცა როგორც ჩანს ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში ისურვა. მან 2019/20 წლების სეზონში, “ბირმინგემში” 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო.

ჯუდს ინგლისის 15, 16 და 17 წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები.


close დახურვა